Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა XII სამეცნიერო კონფერენცია თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები

კონფერენცია ეძღვნება მწერალსა და ბიბლიის მთარგმნელს შალომ დავიდს

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი და  ისრაელის ცენტრი 2025 წლის 21 ივლისს გამართავენ შალომ დავიდისადმი მიძღვნილ XII სამეცნიერო კონფერენციას - თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2025 წლის 20 ივნისამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: translation@tsu.ge

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სტუდენტთა კონფერენციაში.
 
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

 

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.